Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების საყურადღებოდ!

ცხადდება სტატიების მიღება სტუდენტთა სამეცნიერო ჟურნალის „სტუდენტური წელიწდეული - ჰუმანიტარული კვლევები“ მეხუთე ნომრისათვის.

ჟურნალის   მიზანია,  ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული მეცნიერებებით სტუდენტების დაინტერესებასა და მათი მიღწევების პოპულარიზებას. ჟურნალი  გამოდის  წელიწადში  ერთხელ.  მასში   წარმოდგენილია  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ყველა დარგი. 

სტატიის მიღების წინაპირობაა:

  • ავტორი უნდა იყოს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი (ბაკალავრი ან მაგისტრანტი);
  • პროფესორის,  სტუდენტის ხელმძღვანელის/რეკომენდატორის, წერილობითი  დასკვნა, რომ სტატია აკმაყოფილებს ჟურნალის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და წარმოდგენილი სახით  შეიძლება დაიბეჭდოს.

განაცხადის  მიღების  ბოლო  ვადაა   2021 წლის 30 აპრილი.

ინფორმაცია სტატიის გაფორმების წესის შესახებ იხილეთ ელექტრონული ჟურნალის ვებგვერდზე

გთხოვთ მასალები გამოაგზავნოთ  შემდეგ მისამართზე: asj@tsu.ge

საკონტაქტო პირი:  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი, ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი

ჟურნალის    სარედაქციო საბჭო  გისურვებთ  შემოქმედებით  წარმატებებსა და  მადლობას  მოგახსენებთ თანამშრომლობისათვის!